среда, 4 июня 2014 г.

კარიბის კრიზისი ბირთვული დაპირისპირება აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1959 წელს, აშშ-მ იტალიაში 30 ხოლო თურქეთში 15 ბალისტიკური და კონტინენტთაშორისი რაკეტა განალაგა, მიმართული საბჭოთა კავშირის მიმართ. 1962 წლის მაისში კი სსრკ-მ კუბის ნებართვით დაიწყო ოპერაცია "ანადირი" - კუბაზე განალაგა რაკეტები აშშ-ს მიმართულებით. 1962 წლის აგვისტოში აშშ-მ დააფიქსირა კუბაზე განლაგებული რაკეტები და კუნძული საზღვაო ბლოკადაში მოაქცია. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 18 ოქტომბერს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო შეხვდა პრეზიდენტ კენედის. ამ შეხვედრაზე მან კატეგორიულად უარყო კუბაზე საბჭოთა რაკეტების არსებობა და დასავლეთ ბერლინის დემილიტარიზაცია მოითხოვა. ამ შეხვედრამ არსებითი შედეგი არ მოიტანა - აშშ-მ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შეიარაღებული ძალები. საბჭოთა ფლოტმაც განაგრძო სვლა კუბისკენ. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხოლოდ ბოლო მომენტში, როდესაც შეჯახება გარდაუვალი ჩანდა და მთელი მსოფლიო განაბული ელოდა III მსოფლიო ომის დაწყებას, საბჭოთა გემები უკან გაბრუნდნენ. კარიბის კრიზისი ამით არ დასრულებულა. კენედიმ ხრუშოვისგან ორი წერილი მიიღო. პირველი ზოგადი შინაარსის იყო და მოუწოდებდა ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ. მეორე წერილით ხრუშჩოვი სთავაზობდა კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანას თურქეთიდან ამერიკული რაკეტების გაყვანის სანაცვლოდ. კენედიმ ოფიციალურ გამოსვლაში ამ წინადადებაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა, სამაგიეროდ მისი ძმა- -იუსტიციის მინისტრი ბობ კენედი სსრკ-ს ელჩს შეხვდა და განუცხადა, რომ საბჭოთა რაკეტების კუბიდან გატანის დაწყებისთანავე აშშ დაიწყებდა თურქეთში რაკეტების დემონტაჟს. 28 ოქტომბერს სსრკ-მ ამ წინადადებაზე ფიდელ კასტროს წინააღმდეგობის მიუხედავად თანხმობა განაცხადა. კარიბის კრიზისი დასრულდა. 20 ნოემბრისთვის, საბჭოთა რაკეტების გაყვანის შემდეგ, აშშ-მ კუბას ბლოკადა მოუხსნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий