ისტორიული წყაროები
среда, 4 июня 2014 г.
1885 წელს გამოიცა ბარძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. ამიერიდან აქ რუსული ენის სწავლება მეგრული ენის საშუალებით უნდა წარმართულიყო. მეგრული ენისთვის ისევე რუსულ ანბანზე დაყრდნობით დამწრელობა იქმნებოდა. ამის ავტორად აშორდია გვევინება. დაიწყეს საღვთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე. 1892 წელს ლევიცკი მეგრული სკოლებისთვის რუსული ენის სახელმძღვანელოს ადგენს გამოგონილი მეგრული ანბანის საფუძველზე...ასეთივე იყო მთავრობის ღონისძიებები სვანების მიმართ.
საქართველოს ისტორიის ნარკვევევბი, ტომი 5
მონღოლების იმპერია. მონღოლებს თვლიდნენ ველურ და ბარბაროს ადამიანებად. მათ დაიპყრეს ევროპისა და აზიის დიდი ნაწილი. თვითმხილველებს მაშინვე თვალში ხვდებოდათ, რომ მონღოლები არაჩვეულებრივად ატარებდნენ ცხენებს და მაღალ დონეზე ფლობდნენ ჯირითის ხელოვნებას. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წარმატებული სამხედრო ლიდერის, ჩინგიზ-ყაენის, დროს. მეომრებში დისციპლინა უმაღლეს დონეზე იყო, მშვილდოსნობა ცხენით ჯირითის დროსაც საოცრად გამოსდიოდათ. ისრისთვის სხვადასხვა მასალებს იყენებდნენ და ვისაც მოხვდებოდა, აბჯარს თავისუფლად შეუნგრევდა, ამიტომ შეიძლებოდა, ერთი ნასროლიც კი სასიკვდილო ყოფილიყო. არსენალში შედიოდა შუბებიც და მოღუნული ხმლებიც. მონღოლები კარგად იცნობდნენ ომის ფსიქოლოგიასაც და იცოდნენ, მოწინააღმდეგეები როგორ შეეშინებინათ.
კარიბის კრიზისი
ბირთვული დაპირისპირება აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1959 წელს, აშშ-მ იტალიაში 30 ხოლო თურქეთში 15 ბალისტიკური და კონტინენტთაშორისი რაკეტა განალაგა, მიმართული საბჭოთა კავშირის მიმართ. 1962 წლის მაისში კი სსრკ-მ კუბის ნებართვით დაიწყო ოპერაცია "ანადირი" - კუბაზე განალაგა რაკეტები აშშ-ს მიმართულებით.
1962 წლის აგვისტოში აშშ-მ დააფიქსირა კუბაზე განლაგებული რაკეტები და კუნძული საზღვაო ბლოკადაში მოაქცია. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
18 ოქტომბერს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო შეხვდა პრეზიდენტ კენედის. ამ შეხვედრაზე მან კატეგორიულად უარყო კუბაზე საბჭოთა რაკეტების არსებობა და დასავლეთ ბერლინის დემილიტარიზაცია მოითხოვა. ამ შეხვედრამ არსებითი შედეგი არ მოიტანა - აშშ-მ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შეიარაღებული ძალები. საბჭოთა ფლოტმაც განაგრძო სვლა კუბისკენ. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხოლოდ ბოლო მომენტში, როდესაც შეჯახება გარდაუვალი ჩანდა და მთელი მსოფლიო განაბული ელოდა III მსოფლიო ომის დაწყებას, საბჭოთა გემები უკან გაბრუნდნენ.
კარიბის კრიზისი ამით არ დასრულებულა. კენედიმ ხრუშოვისგან ორი წერილი მიიღო. პირველი ზოგადი შინაარსის იყო და მოუწოდებდა ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ. მეორე წერილით ხრუშჩოვი სთავაზობდა კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანას თურქეთიდან ამერიკული რაკეტების გაყვანის სანაცვლოდ. კენედიმ ოფიციალურ გამოსვლაში ამ წინადადებაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა, სამაგიეროდ მისი ძმა- -იუსტიციის მინისტრი ბობ კენედი სსრკ-ს ელჩს შეხვდა და განუცხადა, რომ საბჭოთა რაკეტების კუბიდან გატანის დაწყებისთანავე აშშ დაიწყებდა თურქეთში რაკეტების დემონტაჟს.
28 ოქტომბერს სსრკ-მ ამ წინადადებაზე ფიდელ კასტროს წინააღმდეგობის მიუხედავად თანხმობა განაცხადა. კარიბის კრიზისი დასრულდა.
20 ნოემბრისთვის, საბჭოთა რაკეტების გაყვანის შემდეგ, აშშ-მ კუბას ბლოკადა მოუხსნა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)